მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილები დაიკავეს.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე გმირთა მოედანზე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილები დაიკავეს.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე გმირთა მოედანზე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
1790946490
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
1790946173
მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ისტორიის გაჟღერებისა, ამ დრომდე დასჯილი არავინაა."საზოგადოებამ უმძიმესი ისტორია მოისმინა, სადაც პატიმარი დავითაძე ამბობს, რომ მასზე იძალადეს და ის გააუპატიურეს. ჩვენ, უფლებამდაცველები ვსაუბრობდით, რომ ციხეში არაადამიანური პირობებია, რომ პატიმრები ითხოვენ დახმარებას, დღეს პატიმარი დავითაძე გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, თუ როგორ იძალადეს მასზე დ დღემდე, ამ წუთებამდე არავინ დასჯილი არ არის, დასჯილი კი არა, აკეთებენ განცხადებებს და უნდათ, რომ ეს დანაშაული გადაფარონ. გაუპატიურებული დავითაძე კი საუბრობს პირდაპირ, თუ ვინ იძალადა მასზე და ვინ უნდა დაისაჯოს.საზოგადოებას მოვუწოდებ, მე, ერთი უფლებადამცველი, რომ დღეს პატიმრები ითხოვენ დახმარებას, შველას და ჩვენ ყველანი უნდა დავუდგეთ პატიმრებს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
1790945128
მისივე თქმით, ის იბრძოლებს ბოლომდე და აქციები გაგრძელდება."მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას, სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, არავის არ გყავთ შვილები? როგორ გძინავთ ღამე? როგორ გძინავთ. ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი ვაჟკაცი შვილი გავუზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ?გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, სასწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია გაგრძელდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი... ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ. სადიზმია ეს, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ, კვალი როგორ გაქრებოდა, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
1790938579
ირმა დავითაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრობდა, როცა პაატა სალიას უწყებამ კადრები გამოაქვეყნა.დავითაძე აცხადებს, რომ კადრების 5 ფაილი აქვს ნანახი, პენიტენციურმა კი მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელა, რაც მას აწყობდა."ეს არის ნაწილი იმ კადრის, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი, მაშინ დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები. ისევ ჩემი შვილის ღირსებას ვერიდებოდი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. ეს ჯალათები, რომლებსაც გიორგი დეესკალაციის ოთახში მიჰყავთ, გიორგი მშვიდად მიყვება, არ იცის, რისთვის მიჰყავთ", - ამბობს დედა. პენიტენციური 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა - პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის.უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძის ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
1790938259
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყანაში და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას."მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი. თუ შენ შეეგუე იმას, რომ ციხეში გიზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსების დავალებით, რომელმაც პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყანაში, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, განვითარების გზაზე ამაყად ატარა ცხრა წლის განმავლობაში საქართველო, ეს ნიშნავს, რომ შენ შეეგუე რუსულ ოკუპაციას. სააკაშვილი ერთი კვირით გამოუშვას ბიძინამ, აბა, და მერე ვნახოთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვისაც შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
1790937242
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:გაეცნონ ახალ გამოცემებს;დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;შეხვდნენ ავტორებს;ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
1790931596
ნაკრების ფარგლებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერ PLUS Visa ბარათი, რომელიც სპეციალურად ამ ნაკრებისთვის, Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ბარათი მფლობელებს სადებეტო მიმართულებით საცალო ბაზარზე მაღალ PLUS სარგებელს სთავაზობს:საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (2X PLUS; ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10. 000 PLUS ქულა);მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები კიდევ უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად.SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვალუტის კონვერტაციის სტანდარტულზე უკეთესი კურსია. მომხმარებლები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლას ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ.ამასთანავე, ნაკრების მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე), ხოლო მობილბანკიდან ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში აისახება.SUPER ნაკრების და სუპერ PLUS Visa ბარათის შეკვეთა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდან მარტივად შეუძლიათ.
1790930995
მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნაა ასევე, საწვავის აქციზის განახევრება."2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი ქართველი ხალხის ხარჯზე. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას იზრდიან 1 350 ლარით და ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს - პენსიონერებს, პენსიას უზრდიან მხოლოდ 20 ლარით. ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ეს არის ნულოვანი თანაგრძნობა ჩვენი ღირსეული პენსიონერების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და ასე უფასებს "ქართული ოცნება" მათ ამ ყველაფერს.ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ზრდისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების პენსიონერების ფონდში გადატანას და პენსიის გაზრდას არა ოცი ლარით, არამედ 40 ლარით. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით.ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, საწვავის აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, რაც შვება იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.ჩვენ მოვითხოვთ, მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ ხალხს და არა მეტი ფული "ოცნების" კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას არ უნდა ჰქონდეს ხალხის ძარცვის შესაძლებლობა. ეს ფული უნდა მოხმარდეს ჩვენს პენსიონერებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
ვერაზე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს
1790012428
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740