"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ დედის დღეს ️
ლექსი: მიხეილ ქვლივიძე
კითხულობს: გიორგი ქვლივიძე
"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ დედის დღეს ️
ლექსი: მიხეილ ქვლივიძე
კითხულობს: გიორგი ქვლივიძე
1795549219
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში, თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაჰპირდა დაზარალებულს, რომ თითქოსდა ნაცნობების დახმარებით აზერბაიჯანის ციხიდან მისი შვილის 11000 ლარის ჯარიმით გამოიყვანას შეძლებდა. აღნიშნული თანხა დაზარალებულს გამოართვა, რომელიც მიისაკუთრა.ასევე, ბრალდებულმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი სურათების წაშლის მოტივით, თაღლითურად მიისაკუთრა ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი 5900 ლარი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.
1795548923
10:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 10:30 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული) 11:00 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.თემა: "ქართული ოცნების გაბათილებული ბრალდებები"საკონტაქტო: ანა წითლიძე - 599 852 460 11:30 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს. 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ანასტასია ბერუაშვილისა და ნია იმნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.საკონტაქტო ნომერი: 599 39 42 45
1795548910
კუროყურადღება ფინანსურ საკითხებზე გაამახვილეთ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს. ნუ იჩქარებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. სიყვარულში გულწრფელობა წარმატებას მოგიტანთ.ტყუპებიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი ამბავი შეიტყოთ ან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიიღოთ. ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღეა. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მოერიდოთ კონფლიქტურ ადამიანებს.ლომიპროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენი იდეები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე პირად ცხოვრებაშიც.ქალწულიპასუხისმგებლობებით დატვირთული დღე იქნება, თუმცა ორგანიზებულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა სასწორებს საინტერესო ნაცნობობა ელით, წყვილებს კი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა ექნებათ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს.მორიელიცვლილებების დრო დგება. შესაძლოა, საბოლოოდ გათავისუფლდეთ პრობლემისგან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად გააანალიზეთ.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობებით სავსე დღე გელით. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს საქმიანი შეხვედრები, მოგზაურობის დაგეგმვა და შემოქმედებითი საქმიანობა. იღბალი თქვენს მხარესაა.თხის რქამოთმინება და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ფინანსური ან კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.მერწყულიმოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა სასიკეთოდ. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად და საინტერესო ადამიანებთან დასაკავშირებლად.თევზებიინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვეს. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და დაუთმეთ დრო დასვენებას.
1795545677
უკრაინა დონბასის ხარჯზე რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების საკითხს არ განიხილავს, ამან შესაძლოა, ომში დამარცხება გამოიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე განაცხადა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, "დონბასიდან უკან დახევა ეს არის ომის წაგება"."ვგულისხმობ უკან დახევას არა საბრძოლო მოქმედებების გამო, არამედ თავისთავად გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი მიწის დატოვებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ერთი ჰექტარი."ვერანაირი უსაფრთხოების გარანტიები ვერასოდეს მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თუ თავად, საკუთარი ნებით დათმე შენი სახელმწიფოს ნაწილი, შემდეგ კიდევ რაღაცის დათმობას არ გაიძულებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1795535457
საგზაო სამუშაოების გარდა, აღნიშნულ დასახლებაში ეწყობა წყალარინების ქსელიც.ამ ეტაპზე რაიონის გამგეობა წყალარინების ქსელის მონტაჟს ოთხ ქუჩაზე, კერძოდ კალოუბნის, მუხის, ერთობისა და გომბორის ქუჩებზე ასრულებს.ქსელის მოწყობის სამუშაოები მთლიანობაში დაახლოებით 4 100 გრძივ მეტრზე ხორციელდება.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარამდე დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო.
1795535268
"პრინციპში, ეფექტურად, ყველას გაუუქმა, რადგან ეს კითხვა-პასუხის სტადია ისედაც არაა, ეს მხოლოდ ქოცების მიერ უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვების და ნადარაიას მიერ მოხსნილი შეკითხვების "სტადიაა".რაც შეეხება ზონდერ-მოსამართლე ნადარაიას, სრულიად ცხადია, რომ ის პარტიების გასაუქმებლადაა დანიშნული. მხოლოდ ამ კონკრეტული და დანაშაულებრივი მისიით. ცხადია, არც წესიერებით და არც მიუკერძოებლობით ნადარაია ამ თანამდებობას არ შეეფერება. მაგრამ, გულწრფელად ვიტყვი, რომ მისი არაკვალიფიციურობა და გამორჩეული უკულტურობა მაინც ყველაზე მეტად ყვირის. ამ მხრივ, ის სასამართლო კლანის ყველაზე ოდიოზურ ზონდერმოსამართლეებსაც აჭარბებს.ps დაარსებიდან, ანუ 1996 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესიდან სულ 3 ადამიანი ჰყავს გაძევებული. ამ პროცესის მიმდინარეობისას კი, მარტო მე გამაძევეს ორჯერ, ჯამში, უკვე 5 გაძევება იყო. ცხადია, ყველაფერ სხვასთან ერთად, ეს უტყუარი მაჩვენებელია, რომ მიმდინარე პროცესი ყველაფერია, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გარდა", - წერს გვარამია.
1795532730
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა."თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.
1795531587
გადაწყვეტილებას წინ მცირე შელაპარაკება უძღოდა. ნიკა გვარამია მოსამართლეს მიმართავდა, რომ ის ცრუობდა და მოსამართლეს მოუწოდებდა, მისი მისამართით განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.თავის მხრივ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამია სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა, როცა აცხადებდა, რომ მოსამართლე და სასამართლო ცრუობს.ნიკა გვარამიამ გაძევებისას მოსამართლეს სამარცხვინო კაცი უწოდა."სამარცხვინო კაცი ხარ, იცი, რატომ ვუსვამ ამდენ შეკითხვას და რატომ მაინტერესებს, რომელიმე მხრიდან მაინც რომ წამოვიღო ინფორმაცია. მოიქეცით ისე, როგორც მანტიას შეეფერება. თუ პროცესს ვარღვევ, მომეცით პროცესუალური შენიშვნა, როგორი შენიშვნაა - იტყუებით, ცრუობთ და ასე შემდეგ. რისთვის მაძევებთ?! თქვენი ადგილი არ არის სასამართლოში კი არა, სასამართლო სისტემაში. სამარცხვინო კაცი ხარ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ."გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან", - განაცხადა ნადარაიამ გვარამიას გაძევების შემდეგ.ნიკა გვარამია სხდომათა დარბაზიდან რევაზ ნადარაიამ ერთხელ უკვე გააძევა.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367
დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი მოკლეს
1794418141
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498