გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს. ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მთავრდება.

სამუშაოების შედეგად, 270 გრძივ მეტრ ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასფალტის ორი ფენა  საფარი კი, 7 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით,  550 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.