ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც  მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.