უკრაინას რუსეთთან 11 ოქტომბრიდან ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ შეთანხმება არ გაუფორმებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის ლიდერი პირველად გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო. თუმცა, თუ რუსები თანახმა იქნებიან ენერგეტიკულ ზავზე, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინთან შეთანხმდა, გთხოვთ გვაცნობოთ, როდის იწყება ზავი. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 ოქტომბერს ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა უკრაინასა და რუსეთს შორის "ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ და მოუწოდა, "არ დაირღვეს ის“.