ძლიერმა ქარმა ქვემო ფონიჭალაში ხე წააქცია. ფოტოს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

სურათში ჩანს, რომ ხე იქვე მდებარე საკვები ობიექტის შენობას დაეცა.

მისივე ცნობით, დიდი დიღომი პეტრე იბერის ქუჩა, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მასალის გამო 2 ავტომობილი დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.