ვინც არ გამოვა და არ გააპროტესტებს და არ მოითხოვს ამ მოწამლული, მომწამვლელ მთავრობის გადადგომას, ყველა თანაზიარი იქნებით იმ დანაშაულების, რასაც ეს მკვლელი მთავრობა ჩადის ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წერს.

"მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს, არ აქვს უფლება, დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ და უწამლავენ შვილებს, არ აქვს დუმილის და სახლში ჯდომის უფლება. ორივე დანაშაულია.

მღვდელმსახური, რომელიც დუმს ასეთ ბოროტებაზე, ბოროტების თანამონაწილეა. ასეთ მღვდელმსახურს შეუძლებელია ღვთისმსახური უწოდო, რადგან ღვთისმსახურება ხალხის მსახურებაა და არა მოძალადე, ხალხის მომწამვლელი მთავრობის მსახურება. ერო, არ გაქვს დუმილის და სახლში გაჩერების უფლება!

ვინც არ გამოვა და არ გააპროტესტებს და არ მოითხოვს ამ მოწამლული, მომწამვლელ მთავრობის გადადგომას, ყველა თანაზიარი იქნებით იმ დანაშაულების, რასაც ეს მკვლელი მთავრობა ჩადის ჩვენი ქვეყნის მიმართ. გამოფხიზლდით, გამოდით და დაიბრუნეთ მიტაცებული ქვეყანა", - წერს არქიმანდრიტი.