ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი არასრულწლოვანი ამოიყვანეს.

მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.

ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.