ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს, სახელმწიფოებმა კი ყველაფერი უნდა გააკეთონ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა.

მან ბირთვული იარაღის ყოვლისმომცველი აკრძალვისა და სრული ლიკვიდაციისკენ მოუწოდა და მას უწოდა "დამოკლეს მახვილი“, რომელიც კაცობრიობის თავზე ჰკიდია.

"ბირთვული ომის გაჩაღება არ შეიძლება და მისი მოგება შეუძლებელია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მან სამ დიდ სახელმწიფოს მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, დაიცვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება და შეინარჩუნონ გლობალური სტრატეგიული სტაბილურობა.

დღეს, 19 ნოემბერს, ჩინეთში სი ძინპინის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. მანამდე ტრამპი ცალკე ესაუბრა პუტინს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სი ძინპინს კი - დაახლოებით ერთი საათი.

აღსანიშნავია, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები და მათი ნაწილი უკრაინის ომს ეხება. მანამდე ტრამპი სამმხრივ სამიტზე უკრაინის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.