ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

3 წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.