გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

შემთხვევა გარდაბნის სოფელ ბირლიკში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა ხეს დაეჯახა.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.