გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა, რომელიც რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.

მისი მდგომარეობა შეყვანის წუთიდან კრიტიკულად მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ რვა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7 მათგანი ადგილზევე დაიღუპა.

სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ადგილზევე დაიწვა.