გარდაიცვალა ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დედა იყო.
ვერა პუტინა 97 წლის იყო და კასპში ცხოვრობდა.
გარდაიცვალა ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დედა იყო.
ვერა პუტინა 97 წლის იყო და კასპში ცხოვრობდა.
1775680187
მისივე თქმით, ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს."გაყიდვის, ღალატის და გაცემის დღეს რომ ბოროტების მხარეს აღმოჩნდები რა საშინელი ამბავია!!! გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა!!!!ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს!!!", - წერს იზა ომაძე. მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკავებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. გამოძიების ინფორმაციით, გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
1775678105
მისივე თქმით, ყველა უნდა ეცადოს, რომ რწმენით და სინანულით მიიღოს წმინდა საიდუმლოებები და ევედროს უფალს, რომ გაათბოს და გაალღოს ადამიანთა გულები."ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში. აი, მაგალითად, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს სცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენც ასე გვიანდერძეს. შეგახსენებთ, რას წერს, როგორ გვმოძღვრავს წმინდა იაკობ მოციქული: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა (ე. ი. ეკლესიის მღვდლებს), რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება“ (იაკ. 5, 14-15), - აი, მოციქულის სიტყვები. მაშასადამე, ჩვენ მოვუწოდებთ არა იმას, ვინც მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც სცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის და არა სხვა ვინმეს სახელით. სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე, როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი, როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული. რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას?საერთოდ, სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება: ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, მისი განგებულებით არის ასე და ჩვენი ვალია, მივიღოთ რწმენით და მორჩილებით. რისთვის სჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე? ეს უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში, იქამდე გვესაჭიროება მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში. უფალმა, გაითვალისწინა რა ეს ჩვენი უძლურება, იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გადმოდის მასზე და ის აღასრულებს ამ საიდუმლოებას და კურნებას. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის და ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!ვეცადოთ, რწმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლო და ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას. წარმოიდგინეთ, რა დასანანი, რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენნაირ მოკვდავ ადამიანებს უფრო ვუსმენთ ხოლმე, მათ დარიგებებს, მათ რჩევებს (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა), მათ შორის, ექიმებს თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის მცნებებს უგულებელვყოფთ, რა თქმა უნდა, ეს სავალალო და სამარცხვინოა ჩვენთვის. ასე რომ, მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება, რათა საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!", - განაცხადა მეუფე შიომ.
1775677853
კურომოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი პრიორიტეტები და გონივრულად შეუდექით მოქმედებას.ტყუპებიდიდი ოპტიმიზმით შეხვდებით შორიდან მოსულ ინფორმაციას, გაგიჩნდებათ ახალი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება.კირჩხიბიარის ალბათობა, აღადგინოთ ძველი კავშირები, თქვენი იდეები სასარგებლო და საინტერესო იქნება მათთვის, ასევე მატულობს კარიერული წინსვლის, ან შემოსავლების ზრდის ალბათობა.ლომითუ გამოიჩენთ შეუპოვრობას და სიმამაცეს, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ და ამასთან ცხოვრებას გაუადვილებთ ახლობლებსა და საკუთარ თავსაც. თქვენი გულითადი დამოკიდებულება სასიკეთოდ აისახება ყველანაირ ურთიერთობებზე.ქალწულინუ მოგერიდებათ რჩევებისთვის სხვებს მიმართოთ. ახლა ძალიან გამოგადგებათ თქვენზე ჭკვიანი ადამიანების გამოცდილება, გააანალიზეთ მათი რჩევები და აირჩიეთ ოპტიმალური, სარგებლიანი სტრატეგია.სასწორიფინანსურ და მემკვიდრეობის საკითხებში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ შეგეშინდებათ, შეცვალოთ თქვენი ჩვეული რიტმი. კორექტივები შეიტანეთ თქვენს გეგმებში გარემოებების გათვალისწინებით.მორიელიშეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაეხმარეთ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ან თავგზა აქვს აბნეული, საქმიანობისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, კონცენტრირება და სიზუსტე.მშვილდოსანისიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა, საეჭვო პიროვნებები აღმოჩნდნენ თქვენს ირგვლივ, ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოს და ნუ გაანდობთ გეგმებს ახალ ნაცნობებს.თხის რქაშესაძლოა, დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, მათ შორის, საკმაოდ გავლენიანები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ჯერ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით.მერწყულიეცადეთ, ყოველ წვრილმანს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს. შესაძლოა, თქვენ არ ფლობთ ყველა საჭირო ინფორმაციას და ამის გამო შეცდომაც დაუშვათ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს.თევზებიმთავარია, მონდომება, თქვენ შეგიძლიათ, მიზნის მისაღწევად შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით ადვილად გადაჭრათ პრობლემური საკითხები.
1775677249
ჟურნალისტმა ლევიტს ჰკითხა, კვლავ განიხილავს თუ არა აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლას."ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი მას რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთან ერთად განიხილავს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც დღეს შუადღისას გაიმართება, თქვენ კომენტარებს უშუალოდ პრეზიდენტისგან მოისმენთ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მწვავე კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს მის მოთხოვნაზე, გაეგზავნათ სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განბლოკვის მიზნით.
1775676829
"9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
1775676547
მისივე თქმით, დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემებიდან გამოსვლა მეუფე აბრაამს შეუძლია."მე სურვილი მაქვს, რომ მეუფე აბრაამი დასახელდეს და მეუფე აბრაამი გახდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იმიტომ, რომ მე ვიცნობ საქართველოს ეკლესიას, მე ვიცნობ ბევრ მღვდელმთავარს, მე ვიცნობ მეუფე აბრაამს და მე ვიცი, რომ დღეს რა პრობლემებიც არის ეკლესიაში, ამისგან ეკლესიის გამოყვანა შეუძლია მეუფე აბრაამს, სხვებსაც, ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ვისაც ეს შეუძლია, არის მეუფე აბრაამი - გამოცდილებაც აქვს, ცოდნაც აქვს და ამავდროულად ხასიათიც აქვს ისეთი, რომ ის არ არის მერყევი ადამიანი, საკმაოდ მტკიცეა და ამავდროულად ქვეყნის, ერის და ეკლესიის მოყვარულია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ღმერთი გადმოგვხედავს და ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ჩემს აზრს ვიტყვი - მეუფე აბრაამი არის მართლმადიდებელი, მართლმადიდებლობა ნიშნავს სიმართლის მსახურებას და პროევროპელობა თანამედროვე ტერმინია, მაგრამ თუ ამ პროევროპულობაში, რაიმე არამართლმადიდებლურია, ის ამას არ დაეთანხმება, ამიტომ, ის არ არის კონფლიქტური არც ევროპასთან, არც რუსეთთან, მაგრამ რაც კარგია, იმას იღებს და რაც არ არის კარგი - იმას არასდროს არ დაეთანხმება და არასდროს არ მიიღებს და ასეთი პატრიარქი გვჭირდება, ასეთი გვყავდა და ასეთი გვჭირდება ჩვენ დღეს. თუ არ იქნა გარე ჩარევა მთავრობისგან და რუსეთისგან, მე ვფიქრობ, იქნება კამათი და ეს კამათი მისაღებია და საკმაოდ მშვიდად და გონივრულად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, მთავრობაც უნდა დაემორჩილოს იმ განგებულებას და გადაწყვეტილებას, რასაც სინოდი მიიღებს და არ უნდა ჩაერიოს, თუმცა, მცდელობა უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, ან მაქსიმუმ, ორ თვეში აირჩევს.
1775676320
შეკრებილების თქმით, ისინი მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1775676057
მისივე თქმით, 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია ამ ქვეყნის ისტორიაში."9 აპრილს რა ერთობაც შეიკრა, როცა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე საერთო გამოწვევის წინაშე, საერთო იდეის გულისთვის, რაღაც მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გვჭირდება ახლაც. "ქართული ოცნებიდან" თუ მოვლენ, საინტერესო იქნება მათი სახეების შეხედვა. ეს არის ხალხი, რომლებმაც, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩააბარეს ოკუპანტს, ჩააბარეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ეს ქვეყანა, სწორედ ოკუპანტმა აქ მოაწყო სისხლის ღვრა 1989 წლის 9 აპრილს. მე მაინტერესებს, თუ მოვლენ, შევხედავ, დავაკვირდები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები არიან შეკრებილი.
თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა
1775372368
ეკა კუპატაძე - დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი, ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები, ამათი გამოსწორება არ იქნება
1775220733
ზელენსკი - უკრაინა ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებისთვის მზადაა, თუმცა პარტნიორებმა მხოლოდ გამოცდილების გაზიარება ითხოვეს
1775391596
თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც აეროპორტი მალევე დატოვა
1775050569
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1774813091