მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი, 63 წლის ალადდინ ყანაზადე, რომელსაც 11 აპრილს პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ კაცს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კლინიკაში შეშვებას მიღების საათების დასრულების შემდეგ ითხოვდნენ და ამაზე უარი მიიღეს.

შუახნის კაცს ოპერაცია ადგილზევე ჩაუტარდა, მოგვიანებით კი რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

12 აპრილს უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც დაცვის თანამშრომელს სცემა მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმაა.

მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.