კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "TV პირველი" და "ფორმულა" სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა. 

კომისიამ "ქართული ოცნების" საჩივრები აღნიშნული ტელევიზიების წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო.

"ქართული ოცნება" "ფორმულასა" და "TV პირველს" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.  ხაზი გასმული იყო კონკრეტულ ტერმინებზეც, როგორიცაა -  "არალეგიტიმური პარლამენტი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "რეჟიმის პატიმარი" და ა.შ.