ლონდონსა და ბოსტონში მყოფმა ქართველებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.

დიდი ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოსთან შეკრებილებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობასთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ პროტესტი პარლამენტის მიერ კანონის უკან გაწვევამდე, ჩაგდებამდე გაგრძელდება.

ქართული დიასპორა რუსული კანონის წინააღმდეგ შეიკრიბა ბოსტონშიც. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ოფშორების კანონიც, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ოფშორული ზონებიდან ქონება საქართველოში გადასახადების გარეშე გადმოიტანო. კანონის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღეს.