მერაბ მალანიას ახლობლების დიდი არმიიდან ყველაზე საშიში, ამაზრზენი მერაბ მალანიას დედა გახლავთ, რომელსაც სწორება ჰქონდა ნიკაზე, სწორედ, ამის გამო აღარ დამყავს ის სასამართლოში გიორგი მალანიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მაქსიმალური წლები, რასაც ბრალი ითვალისწინებს, არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 23 ოქტომბერი მისთვის ყველაზე მძიმე დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, გასულ წელს  გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა.

"ნიკა, ჩემი შვილი და ასევე ჩემი ძმა, რომელიც თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე დადიოდა, ჩემს გვერდით აღარ არიან, რადგან მერაბ მალანიას ოჯახის ახლობლები, განსაკუთრებით ნიკას სისასტიკით ექცეოდნენ - ესროდნენ რეპლიკებს, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. მერაბ მალანიას ახლობლების დიდი არმიიდან ყველაზე საშიში, ამაზრზენი მერაბ მალანიას დედა გახლავთ, რომელსაც სწორება ჰქონდა ნიკაზე, სწორედ, ამის გამო აღარ დამყავს ის სასამართლოში გიორგი მალანიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მაქსიმალური წლები, რასაც ბრალი ითვალისწინებს, არის მნიშვნელოვანი. მაქსიმალურად დიდი ხნის ვადით უნდა გაარიდონ ეს არასრულწლოვანი ამ ოჯახს.

დღევანდელი დღე მაქვს ყველაზე მძიმე, 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა, ეს პირველად მე შევამჩნიე ბინტზე და დღეს, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ, მაგრამ მობილიზება მაინც შევძელი. ხვალ გიგას ბიოლოგიური გარდაცვალებიდან ერთი წლის თავი სრულდება, ამ ცხელ დღეებს როცა ჩავივლით, ყველაფერს დავდებ”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.