71 წლის ასაკში მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
იყო რამდენიმე წიგნის ავტორი.
71 წლის ასაკში მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
იყო რამდენიმე წიგნის ავტორი.
1791312577
"ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო. თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან "სხვაში" მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება", - წერს ელიზბარაშვილი.
1791306784
სპეციალისტებმა სრულად აღადგინეს ხიდის კონსტრუქცია და გზის საფარი, შეაკეთეს დაზიანებული ელემენტები, რომლებიც ხიდის ნაწილებს აკავშირებს და უზრუნველყოფს მის მდგრადობას, გაამაგრეს გზის დაზიანებული საფუძველი და გადახურეს სპეციალური ლითონის ფილით, დაზიანებულ მონაკვეთზე სრულად დააგეს ახალი ასფალტბეტონის საფარი.რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთის ხიდს ზედიზედ ორ დღეს - 3 და 4 ოქტომბერს დაარტყეს. 3 ოქტომბერს რუსულმა რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა პირველი დარტყმა მიაყენა ხიდს, შედეგად დაზიანდა გზის სავალი ნაწილი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა.4 ოქტომბერს ხიდზე მეორე დარტყმა განხორციელდა. ამ დროს კიევში დაუგეგმავი ვიზიტით გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დააზიანა ხიდის ქვეშ გამავალი თბომაგისტრალი და დაშავდა ორი ადამიანი.
1791304303
"გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“. შემოიხედეთ აქ და მეც მომისმინეთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მე პინოჩეტის მადარებს, მინდა, განგანათლოთ.ჩილეზე ბევრი წამიკითხავს, თან ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა (რომლის ძმა პინოჩეტის მთავრობის წევრი იყო) დამიძმაკაცდა და ბევრ დეტალში გამარკვია ჩვენი მრავალრიცხოვანი შეხვედრების დროს, ჩემი პრეზიდენტობისასაც და მერეც.პინოჩეტი მოვიდა სისხლიანი გადატრიალებით. დაამხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომლის ლიდერი სალვადორ ალიენდე პრეზიდენტის სასახლის LA MONEDA-ს ალყის დროს დაიღუპა. მისი მთავრობის რამდენიმე წევრი კი მოკლეს. მათ შორის, ემიგრაციაში მოკლეს ალიენდეს საგარეო მინისტრი ლეტელიე.მე მოვედი მშვიდობიანი რევოლუციით, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ შევარდნაძე, რომელიც არჩევნების უხეშად გაყალბების (ასეთი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება) შემდეგ, უბრალოდ არალეგიტიმური იყო. შევარდნაძე არა მხოლოდ არ მოგვიკლავს, არამედ გავუშვით საპატიო პენსიაზე.პინოჩეტი ათწლეულები მართავდა, ისე, რომ არ ატარებდა არჩევნებს ფორმალურადაც კი. ჩემს დროს კი ცენტრალურ დონეზე ჩატარდა ხუთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა თავისუფლად და დემოკრატიულად, თან ერთი არჩევნები ჩატარდა 2007 წელს ჩემი, საკუთარი სურვილით, გადადგომის შემდეგ.პინოჩეტიმ დახვრიტა 2700-ზე მეტი ოპოზიციონერი და აბა დამისახელეთ ერთი ჩემს დროს მოკლული ოპოზიციონერი.პინოჩეტის დროს იყო რამდენიმე ათეული ათასი პოლიტიკური პატიმარი და აბა ჩამოთვალეთ ჩემი დროინდელი პოლიტიკური პატიმრები? ახლა არ დამიწყოთ მოლაშვილზე და სხვა კორუფციონერებზე მტკიცებას.პინოჩეტიმ აკრძალა ყველა პარტია და არასამთავრობო. ჩემს დროს ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ.პინოჩეტი ბოლოს იმდენად დარწმუნდა, რომ ოპოზიცია ბოლომდე გაანადგურა, საერთაშორისო წნეხის შესამსუბუქებლად, დანიშნა რეფერენდუმი საკუთარი ხელისუფლების მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციისთვის და წააგო. ოღონდ გადადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიცოცხლის ბოლომდე იმუნიტეტი მოიპოვა და სამუდამო სენატორად დანიშნეს.მე წავედი ყოველგვარი გარანტიების გარეშე. უფრო მეტიც, ჩამოვედი აქ 99% გარანტიით, რომ ციხეში აღმოვჩნდებოდი.პინოჩეტიმ რეფერენდუმის შედეგები რომ ნახა, აღიარებაზე უარი თქვა, სანამ არმიამ, კერძოდ, საჰაერო ძალების სარდალმა ფერნანდო მატეომ არ აიძულა. მე 3 წუთში ვაღიარე.პირველი სისხლის სამართლის საქმე პინოჩეტის წინააღმდეგ აღძრა არა ჩილემ, სადაც მას იმუნიტეტი იცავდა, არამედ ესპანელმა მოსამართლემ, ბალთაზარ გარსონმა და ის ინტერპოლის ცირკულარით ჰყავდათ დაკავებული ლონდონში.ჩემზე საქმე აღძრეს ქართველებმა და არცერთმა სხვა ქვეყანამ ეს არ აღიარა, ხოლო ინტერპოლმა უარი თქვა ჩემს ძებნაში გამოცხადებაზე.და ბოლოს, პინოჩეტის მის ანგარიშებზე აღმოუჩინეს 30 მილიონ დოლარზე მეტი (დღევანდელი 100 მილიონი დოლარი) და ჩემს წაღებულს დღემდე ეძებენ და 1 დოლარი ვერ მიპოვეს.მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში.პინოჩეტად გადაქცევის ვარიანტი მე მქონდა სწორედ 2012 წელს, შემეძლო როგორც ეს პინოჩეტიმ გააკეთა, გამეუქმებინა არჩევნები, მასობრივად დამეჭირა ოპოზიცია, დამეკეტა მედია და დიდი ალბათობით დამეღვარა სისხლი და როგორც პინოჩეტის, ამ გზით გამეგრძელებინა ქვეყნის განვითარება, მაგრამ მე ეს ერთი წუთითაც არ განმიხილავს, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო სრულიად მიუღებელი ფასი.ასე რომ, ბოდიში ყველას, მაგრამ მე პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა არ ვაპირებ ამ გზაზე დადგომას, რომც გამაჩნდეს შესაძლებლობა. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ გარდამავალ პერიოდში საჭირო იქნება არა რაღაც ამორფული კოალიცია, არამედ სწორედაც ძლიერი ლიდერი, ეწყინება ეს ვინმეს თუ არა.აბა კიდევ რა არგუმენტები მოგიყვანოთ, რომ შეწყვიტოთ ღნავილი „ადრეც ყოფილა, რომ დიქტატორები არჩევნებით წასულან“, ეს დაახლოებით იმავე ოპერიდანაა – „21-ე საუკუნეში დენს ნუ გვამადლითო“, ჩადით აბა დღევანდელ რესურსებით მდიდარ ნიგერიაში და დარწმუნდით, რომ 2026-შიც კი არ აქვთ დენი.ეს კარგად ვიცი, იმიტომ რომ ტყვედ ჩავარდნის წინ ნიგერიის მთავრობამ მიმიწვია და 50 ათასი დოლარი გადამიხადა 2-საათიანი ლექციისთვის „როგორ მოვიყვანოთ დენი“. ნუ ჩემმა ჩასვლამ არ უშველა სამწუხაროდ და ის ფული კი ტყვედ ყოფნის დროს საერთაშორისო ადვოკატებზე დამეხარჯა მთლიანად.და კიდევ ერთი რამ მინდა, დაიმახსოვროთ, ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს დიქტატორს და დიქტატორი არ ნიშნავს ძლიერ ლიდერს (იხილეთ ივანიშვილი).თუ ვინმეს შიშები აწუხებს ძლიერ ლიდერებთან დაკავშირებით, ეს უფრო კომპლექსებზე მეტყველებს და არა ლიდერის არა საჭიროებაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
1791303147
გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს 6 ოქტომბერს მიიღო.სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი.კიკალიშვილის უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.
1791293500
მ. კ. – 7 000 ლარი;ლ. კ. – 3 000 ლარი;ი. ვ. – 2 500 ლარი.ინდ მეწარმეებისთვის გათამაშება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 100 000 ლარია, წლის ბოლომდე გაგრძელდება. სექტემბრის შუალედურ გათამაშებას კიდევ ორი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება მოჰყვება.ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდი კი ასე გადანაწილდება:I ადგილი – 25 000 ლარი;II ადგილი – 15 000 ლარი;III ადგილი – 10 000 ლარი.კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მათ, ვინც ინდმეწარმედ გახდომას გეგმავს და ჯერ არ აქვს საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში, ისე მოქმედ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით არ უსარგებლიათ.გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თვეში ერთხელ მაინც შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში. ამასთან, კონკრეტული თვის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელმა ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით სწორედ იმ თვის განმავლობაში უნდა ისარგებლოს.გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.კამპანიაში მონაწილეობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.
1791293248
"დღეს მივიღეთ განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასშტაბური დარტყმისთვის მზადების შესახებ. ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ზომებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, დავალებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესასრულებლად ვადები დადგენილია და პირველადი ღონისძიებების გატარება უკვე დაწყებულია.მედიის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს. სავარაუდოდ, რუსეთმა ელექტროსადგურების, ქვესადგურების და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ შეიძლება, 1000-მდე რაკეტა, დრონი და საჰაერო ბომბი გამოიყენოს. გარდა ამისა, ოკუპანტები შესაძლოა, სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერებასაც შეეცადონ.
1791290591
ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნაა, რომ მათ არხის წარმომადგენელი შეხვდეთ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მობილიზებულია პოლიციაც.გიორგი დავითაძის მამის ავთანდილ დავითაძის განცხადებით, ეს დანაშაული არ დაიმალება."არ ეგონოს არცერთი უწყების წარმომადგენელს, რომ ამ დანაშაულს როგორმე დაფარავს. მილიონებს ახარჯებს ქართველი ხალხი ამ ტელევიზიას და ერთი წარმომადგენელი არ გამოვიდა აქ. სძინავთ? თუ იმას ელოდება ეს ტელევიზია, ჩემს შვილს მიცვალებულს როდის გამომიყვანენ იქიდან. რატომ მიკეტავთ შესასვლელს? ტერორისტი ვარ?", - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ. მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.პენიტენციური სამსახური ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
1791289825
"სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.ქოცებო, ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით", - წერს სააკაშვილი.
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეეზღუდება
1790162531
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705