თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო.

"სამუშაოების ამ ეტაპზე, 3 აპრილის 18:00 საათიდან, N331 ავტობუსი ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება და კრწანისის
ქუჩაზე ორთაჭალის ქუჩის გავლით აღარ იმოძრავებს.

იმის გათვალისწინებით, რომ წინანაურისა და კრწანისის ქუჩების კვეთის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები კვლავ
გრძელდება, N331 მობრუნებას კრწანისის ქუჩა N14-ის მიმდებარედ შეძლებს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.