ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დღემდე მიმდინარეობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი დეტალებით დაინტერესდა და თვითონაც ბევრი რამ იცოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დღემდე მიმდინარეობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი დეტალებით დაინტერესდა და თვითონაც ბევრი რამ იცოდა. იმედი გვაქვს, რომ ყველა ჩართულ მხარეს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით ინფორმაციას და ყველა გაიგებს სიმართლეს”, - განაცხადა დავით კირთაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ოპოზიციიდან საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.