გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია აღნიშნული.

რკინიგზის ცნობით, გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.

"გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.