ქუთაისში უწყვეტი აქციები გრძელდება. ახალგაზრდები რუსულ კანონს  ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ.

პარალელურად გაფიცვა გრძელდება ქუთაისის ორი უნივერსიტეტში.

აკაკი წერეთლის სახელობის და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებზე დასწრებას და აუდიტორიებში შესვლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.