საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელის და მწვრთნელის რატი მსხვილიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ გლდანი მოლში გულის შეტევით გარდაიცვალა.