სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისმა ხმამ სხვა ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა, განსხვავებით გიგასგან.

"რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! ახლა გამოშავდეს დემეტრე ჩიქოვანის დედა, გაბაშვილის მამა... ნია იმნაძის ოჯახი. სხვას რომ ხმა ამოეღო,  ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო - რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი.

მე ჩემი ყვირილით გადავარჩინე თქვენი შვილები და თქვენც რომ გეყვირათ, ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა?!", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ.  პროკურატურა ავრცელებს იმ ვიდეოკადრებს, სადაც აღნიშნული არასრულწლოვნები ქუჩაში ადამიანებს თავს ესხმიან და სცემენ.