საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადამზიდავების და მძღოლების აქცია მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო, მიზეზად კი სავიზო რეჟიმის დარღვევა დაასახელა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მძაფრი პრობლემაა რუსეთის მხრიდან ახალი შეზღუდვები.

"ეს ეხება საემიგრაციო პოლიტიკას. 90 დღემდე მეტის გაჩერება რუსეთში მძღოლებს არ შეუძლიათ, შესაბამისად, ოთხჯერ რომ შევა მძღოლი, მას ამის შემდეგ გადაზიდვები არ შეუძლია.

ამას მოსდევს სოციალურ საკითხი, რომ ყველა ამ მძღოლს აქვს საბანკო პასუხისმგებლობა. ამიტომაც, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი პრობლემები სამინისტროში გავაჟღეროთ", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

რუსეთმა ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეამცირა, საზღვარზე რიგების გამო კი მძღოლებს ლიმიტი მალე ეწურებათ.