ივანიშვილის ქონება ქვეყნის მშპ-ს 20 პროცენტს შეადგენს (ქვეყნის მშპ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია). მსგავსი რამ არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ავტორიტარულ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღატაკი ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ფაქტორია. ამიტომ არის საჭირო მისი  ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება.

"არის თუ არა ისეთი რამ, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ერთმანეთისგან განასხვავებს, აქვთ თუ არა მათ სპეციფიკური ნიშნები? კი, აქვთ. 

არის თუ არა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესში (ჯერ არა ვართ საბოლოოდ ამ სტადიაზე, მაგრამ ვუახლოვდებით), ისეთი უნიკალური რამ, რაც გამოარჩევს სხვებისაგან? კი, არის. ასეთია მისი ფული. ივანიშვილის ქონება ქვეყნის მშპ-ს 20 პროცენტს შეადგენს (ქვეყნის მშპ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია). მსგავსი რამ არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ავტორიტარულ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ერთ კაცს მშპ-სთან მიმართებით ამდენი სიმდიდრე არსად აქვს. 

ღატაკი ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ფაქტორია. ამიტომ არის საჭირო მისი  ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება. ამის ერთ-ერთი გზა არის სანქციები. ყოველდღე უნდა ვუჩიჩინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სწრაფად გადადგან ეს ნაბიჯი. ამით სხვებიც დაზიანდებიან (რასაც უფრთხიან)? კი, დაზიანდებიან, მაგრამ ეს ზიანი ვერ შეედრება იმ ზიანს, რაც ამ რუსმა ოლიგარქმა ქვეყანას დამართა და მომავალში ელოდება", - წერს რომან გოცირიძე.