საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

შემთხვევა 30 აგვისტოს ღამით, "კავკაზის“ საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე მოხდა.

რუსეთის საგზაო პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, Setra-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა წინ მიმავალ "კამაზთან“ უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა და სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.