საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

არხის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების ერთ მოთხოვნას დათანხმდა.

ადგილზე შეკრებილებმა დაპირება მიიღეს, რომ 20:00 საათისთვის დაიგეგმება ეთერი და მათ საშუალება ექნებათ ისაუბრონ.