საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და ბავშვების მოთხოვნით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნენ.