ილია მეორის ხსოვნისადმი პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.