"სულ  მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს", -  ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ განაცხადა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"სულ მჯეროდა, ნოემბერში როდესაც ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა, ყველას დასანახად ისჯებოდა, რომელიც  დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით.. გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა...

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა თამთა კალანდაძემ "ფორმულას" ეთერში.