თბილისში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი დაიღუპა.
შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი დაიღუპა.
შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1773324500
მისივე თქმით, შესაძლოა, კორუფციული და კრიმინალური მექანიზმებიც ამოქმედდეს."საქართველო გახდება მკვდარი მანქანების სასაფლაო. 6 და 5 წლის მანქანას ვერ იყიდი, იძულებული ხარ, რომ შეინარჩუნო ძველი, ჩანაცვლების პროცესი არ მოხდება და უკვე ნელ-ნელა კატალიზატორგამოცდილი, ეკოლოგიურად საშინელი მანქანების ქვეყნად ვიქცევით.კორუფციული მექანიზმებიც ამოქმედდება, არც ისაა გამორიცხული, რომ კრიმინალურ ბიზნესადაც გადაიქცეს. ეს ყველაფერი კი რეექსპორტსაც შეუშლის ხელს.ეს არის კატასტროფა, არასწორი და დამღუპველი ნაბიჯი ე.წ. ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი.
1773322440
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იხილება რაიმე წინასწარი დათქმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება."არ არსებობს უკან ნაბიჯის გადადგმა ევროპის მხრიდან იმიტომ, რომ ეს მათი პრინციპის საკითხიც არის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების. მათი შიდა სტანდარტების საკითხიც არის, რომ ასეთ დიქტატორებს არ დაელაპარაკონ. სამწუხაროდ, ეს ჩვენზეც იმოქმედებს.საერთოდ არ იხილება რაიმე წინასწარი დათქმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება. ისინი უნდა გათავისუფლდნენ უპირობოდ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ევროპარლამენტმა რეზოლუცია "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.
1773317340
მისივე თქმით, ყველას ინტერესში შედის, რომ ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს."ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები. ნათელია, რომ გივი იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა. რაც შეეხება საფრთხეებს, რასთან დაკავშირებითაც დაკითხვის დროს უშუალოდ მიდიოდა ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
1773316109
მისივე თქმით, ყველაფერი ჰქონდა ღია წყაროებიდან."ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება.ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას.ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებს იმისათვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ამ დაკითხვების და აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ, ძალიან თავხედურად, ძალიან მიზანმიმართულად და შეუჩერებლად“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.გივი თარგამაძე სუსში განცხადებების გამო იყო დაბარებული. ის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოჰკითხეს.
1773315966
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“. რეზოლუცია „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი“. ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.
1773315793
მერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩთან, ხოლო გაცნობითი შეხვედრა ბრაზილიის ელჩთან გამართა.შეხვედრაზე თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოში მუშაობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეიტანა.„მადლობა თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და კიდევ უფრო დიდ მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. იცოდეთ, რომ საქართველოში გყავთ ბევრი მეგობარი, თუნდაც ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისში თავს ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობდა."მადლობა, რომ დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, გამონახეთ დრო შეხვედრისთვის. მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება და არსად მიგრძვნია თავი ისე, როგორც თბილისში - დაცულად და მშვიდად. მქონდა შესაძლებლობა, პირადად მედევნებინა თვალი თბილისის განვითარებისთვის. რთულია ისტორიული ქალაქების ხელმძღვანელობა, რადგან იცი, რომ რაღაც გასაკეთებელია და ვერ ეხები, ვინაიდან მას აქვს ისტორია. თქვენ შეძელით, რომ გამოხვიდეთ ხოლმე მდგომარეობიდან, გამოსავალი იპოვოთ. ვიცი, რომ ბევრი ახალი გეგმა და პროექტი გაქვთ თბილისთან მიმართებაში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და იცოდეთ, რომ ანკარაში გყავთ მეგობარი. იმედი მაქვს, მომავალში სხვადასხვა ფორმატში კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოში ბრაზილიის ელჩთან - კარლოს მარტინ სეგლიასთან, თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში თავისი წვლილი შეიტანოს."ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ბრაზილიაში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან ვაფასებ თქვენს კულტურას და ტრადიციებს. მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ბრაზილიის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, იყოს თავისი ქვეყნის ელჩი საქართველოში და იმუშაოს თბილისში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
1773315660
"მიმდინარე წლის 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. ფაქტის შემსწრე აქტივისტების – 1996 წელს დაბადებული გოჩა ბაშელიშვილისა და 1975 წელს დაბადებული რომან იაცენკოს გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი. ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.შესაბამისად, გამოკითხვის მიზნით, გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო, გადაყვანილ იქნენ პოლიციაში.ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაყვანილ იქნა ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი – დარეჯან ცხვიტარია. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში, განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1773315110
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას.EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება.საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე.მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.
ტრამპი - 8 მარტის ღამეს ირანი ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს
1772887534
1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772306781
საუდის არაბეთი - მხარს ვუჭერთ მოძმე ქვეყნების მიერ მიღებულ ყველა ზომას ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ
1772280840
"ეს არის ომი, რომელიც აშშ-მა შეერთებულმა შტატებმა თავად აირჩია და მათ ამისთვის გადახდა მოუწევთ, ჩვენ ომი არ გვინდა"
1772295257
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა
1772289443