აქტივისტი თორნიკე რაზმაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო. 

"სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს. არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი“, - წერს თორნიკე რაზმაძე.

15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ განმარტა, რომ მართალია, რაზმაძის კომენტარი პირდაპირ არ მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ოქმის შემდგენმა უშუალოდ კომენტართან ერთად შეაფასა ზოგადად, თორნიკე რაზმაძის პოსტის კონტექსტი და შინაარსი, რის შემდეგაც მიიჩნიეს, რომ მისი კომენტარი საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.