უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.