უკრაინაში დაღუპული ქართველი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა წალენჯიხაში, სოფელ ჯგალში სამხედრო წესით დღეს დაკრძალეს.  

დაღუპული მებრძოლი საქართველოში სამი დღის წინ ჩამოასვენეს. მას საპატიო ყარაულით დახვდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გლოვის ნიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს. 

ვალერი ბაძაღუა მეხუთე წალენჯიხელია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. 

ქართველი მებრძოლის დაკრძალვას უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კრავჩუკიც დაესწრო.