UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. 

გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.

მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია. 2018 წელს "ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შევიდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის  კატეგორია.