ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ბავშვი უცხოელია და ის ოჯახთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.