სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმაურება.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ.

მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!" - წერს იოსელიანი.

დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.