მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭამია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში. უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რეპორტიორს და ყველას გვაყურებინეს. რიტუალური ანგარიშსწორებაა, ფაქტიურად”, - წერს ნიკა გვარამია.

თბილისში, პარლამენტთან, აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, 9 აპრილის ქუჩაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მარიამ გაფრინდაშვილზე და ოპერატორზე პაპუნა ხაჩიძეზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს.