"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დეკემბერს პოლიტპატიმრების გარეშე შევხვდეთ და სტატუსს კიდევ უფრო მეტად წავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილისა და ლაზარეს შეწყალებით", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილის აქცია მე ვნახე. და მას მოვუწოდებ, რომ დეკემბერს პოლიტპატიმრების გარეშე შევხვდეთ და სტატუსს კიდევ უფრო მეტად წავეხმაროთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს და ლაზარე გრიგორიადისს, ასევე. ასევე, სხვა ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ამგვარი ტიპის შეფასება მიეცეს..." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.