იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტროტუარზე შარფის ტარების გამო დააკავეს გოგო, რომელსაც 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.

"პოლიციამ დღეს სახლში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანეს გოგო, რომელიც ქაშუეთთან გააჩერეს და ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება", - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.