"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბრატისლავაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტი.

დღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინა

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს სტანდარტული რუსული ტყუილია (საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის უახლესი ისტორიაა ამის დასტური, ან იგივე ფინეთის), თქვენ რომ იყოთ რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა და ასეთი სირობა გესმოდეთ ქვეყნის დე ფაქტო პრემიერისგან, რას იზამდით?

დაიჯერებდით რომ ამ ქვეყნის დე ფაქტო მთავრობას მართლა სურს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება?

თუ იფიქრებდით, რომ ეს კაცი ან უბრალოდ რუსია ან რუსი &₾ეა?

ვილნიუსშიც ალბათ კოლეგებთან ამის გარკვევას შეეცდებოდით", - წერს ჯაფარიძე.