საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში, ზაფხულის ბოლო ტესტმატჩი შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 6:33 დამარცხდა.

შეხვედრა ედინბურგში, „მარიფილდზე“ გაიმართა.

შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები“ უკვე მსოფლიო თასზე, 9 სექტემბერს გამართავენ. საქართველოს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.