დოპინგსკანდალი ქართულ რაგბიში - მსოფლიო რაგბი და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს კაცთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშე და გუნდის დამხმარე პერსონალის ერთი წევრი სანქცირებულია მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური ანტიდოპინგური გამოძიების შემდეგ.

მსოფლიო რაგბიმ ანტიდოპინგური წესების დარღვევები დაადასტურა WADA-ს საჯარო განახლებული ინფორმაციის შემდეგ.

საქმე 2023 წელს გახმაურებულ შემთხვევას ეხება.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შარდის ნიმუშებში დარღვევები აღმოაჩინეს და ამ დასკვნების საფუძველზე დაიწყო WADA-სთან ერთობლივი გამოძიება.

გამოძიება მოიცავდა მოთამაშეების მიზანმიმართულ ტესტირებას, დნმ-ის ანალიზს და მსოფლიო რაგბის გრძელვადიანი შენახვის პროგრამის ფარგლებში შენახული ისტორიული ნიმუშების გამოკვლევას.

დარღვევები დაკავშირებული იყო რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარებისა და ნიმუშების შეცვლის ორგანიზებულ სქემასთან - პრაქტიკა, რომელიც მკაცრად აკრძალულია ანტიდოპინგური წესებით.

tvpirveli.ge