საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლევან კობიაშვილი მიიღებს. მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურა 29 სუბიექტმა წარადგინა.

რეგისტრაცია უკვე დასრულდა და კობიაშვილს ახალ პრეზიდენტად ხვალ გასამართ საარჩევნო ყრილობაზე, მომდევნო 4 წლის ვადით აირჩევენ. ყრილობა 12:00 საათზე დაიწყება.

ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.