საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს 15 ნოემბერს უმასპინძლებს. 

ამ შეხვედრისთვის ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი განაცხადში შეიყვანა, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით იამალი საქართველოში ვერ ჩამოვა.

იგი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა სწორედ ამ დღეს, 10 ნოემბერს „ბარსელონას“ ექიმებმა ნაკრებს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის მიხედვით საზარდულის ტრავმის გამო იამალმა 7-10 დღე უნდა დაისვენოს.

იამალის ნაცვლად ნაკრების განაცხადში მწვრთნელმა ხორხე დე ფრუტოსი შეიყვანა.