"დინამო არენაზე" ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"დინამო არენაზე" ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
1776864321
"სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი.უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:– საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.– საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა", - განაცხადეს სუსში გამართულ ბრიფინგზე.
1776863970
მისი თქმით, მას როგორც გაუსწორდნენ, ამაზე არავის უგია ამ დრომდე პასუხი."მოტივი და კონტექსტი ისე გამოდის, თქვენი ბრალდების მიხედვით, რომ დანიაში ვცხოვრობთ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამართლიანობა ყვავის, ეს შენობა არის სამართლიანობის და უსაფრთხოების გარანტი მოქალაქეებისთვის, მე უცბად რაღაცამ დამარტყა თავში, შაბათს დილაუთენია, 05:00 საათზე ამოვიჩარი ბენზინი იღლიაში, მოვედი და უნდა დამებუგა აქაურობა, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართა. ეს ხომ ასე არ ყოფილა, სინამდვილეში ეს შენობა არის ხალხის ღირსების აყრის, უსამართლობის შეურაცხყოფის ადგილი, ამ შენობაში სცემდნენ ქალებს და მერე იძახდნენ, რომ ესენი ქალები არ არიანო, მაგასაც მოვესწარი და მერე ის კაცები მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამდნენ. ამას რომ ვუყურებდი, ეგ მაცოფებდა.ჩემთან დაკავშირებით გეტყვით, რამდენჯერმე როგორ მომექცნენ და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უნდა გადამეყლაპა და ასე მეცხოვრა ხომ? ქალები ტყუილად რომ სხედან ციხეში, როგორ სძინავს იმ ხალხს, ვინც ისინი ციხეში ჩასვა? მოტრიალდა ეს ამბავი და ვაი იმათ, ვინც ამას სჩადიოდა მოსამართლიან, პროკურორიან, მანდატურიანად და ახლა ნახავენ ეს ადამიანები, ბიძინა ივანიშვილს არავინ რომ არ ადარდებს დედამიწაზე, თავისი ოჯახის და თავისი უსაფრთხოების გარდა. მდინარაძემ გუშინ ეს ნახა და იმიტომაც იყო ასეთი სასოწარკვეთილი გამომეტყველებით.არ მეშინია, გინდათ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემ საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვარ ზაქარია ჩოხელი, რომ 2 წელი დავიმალო და ქათმის ბარკლებით ვცადო რაღაცების მოგვარება. რაც გავაკეთე, მე ვარ პასუხისმგებელი. ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის. ქვეყანას რომ ეხება, იმაზე ვდარდობ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა. ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
1776863677
პლახოტნიუკი დამნაშავედ ცნეს ქურდობაში თანამონაწილეობაში. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება მის მონაწილეობას მოლდოვის ბანკებიდან ერთი მილიარდი ევროს მოპარვაში.პროკურატურა მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით პატიმრობას ითხოვდა.პლახოტნიუკის ექსტრადირება საბერძნეთიდან კიშინეუში 2025 წლის სექტემბერში განხორციელდა.
1776863070
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს."სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1776859989
მისი თქმით, ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 11 მაისს დასრულდება."ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული შენობების რეაბილიტაცია, პატარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობას. გასულ კვირას გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, განაცხადების მიღება კი დასრულდება 11 მაისს. უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, პროექტის თანახმად, ახალი ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება."ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 500-მდე კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რომ ყველა ნივთი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1776859893
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მერის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს."სასიხარულოა, რომ მერიის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში. ამჯერად, დეველოპერთან ერთად, მოგვმართა მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ითხოვა ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას. კორპუსში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი და მათი მდგომარეობა, შენობის ავარიულობის გამო, დღითი დღე უარესდება.აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავცეთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში.ამასთან, კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნილ პროგრამებზე ისაუბრა."არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დედაქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლებია. მუნიციპალიტეტმა რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა გაიუმჯობესონ პირობები. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე კორპუსებით. შესაბამისად, მძიმე პირობებში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ გარემონტებული, ყოველმხრივ მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა კალაძემ.ამასთან, მერის თქმით, "თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე.გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მზადაა, ისტორიულ არეალებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანებისგან გამოსყიდოს ფართები, საბაზრო ღირებულებით.
1776859762
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ამ მიმართულებით თანხები გაორმაგდა და 31 მლნ ლარია გათვალისწინებული."2026 წელს 700-მდე ამორტიზებული ლიფტის განახლება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ყველა ამორტიზებული ლიფტი განახლდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულდა 100-მდე ლიფტის სრული განახლება, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 54 ლიფტის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება."გამგეობები განიხილავენ შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობა სრულად აფინანსებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის ლიფტების განახლებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1776857210
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდის, წელს კი 3 600 ვაუჩერს გასცემს."თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3 600-მდე ვაუჩერს გასცემს. საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდიდა. ეს თანხა 2026 წელსაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად, ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს."უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყება, რაც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. ვაუჩერის მფლობელს, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღების საშუალება დედაქალაქის მერიაში ექნება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენების ვადა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. ვაუჩერის მსურველთა მიერ განაცხადის გაკეთება სამი თვის განმავლობაში - 2026 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, 2025 წელს დედაქალაქის მერიამ 3 247 საკურორტო ვაუჩერი გასცა.
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით
1775896360
15 აპრილის ანონსი
1776195263
"მე სურვილი მაქვს, რომ მეუფე აბრაამი დასახელდეს და მეუფე აბრაამი გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"
1775676547
კობა ხაბაზი - დიახ, მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და უკრაინა
1775830330
14 აპრილი დედაენის დღეა
1776146460