2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეეჯიბრებიან.

წელს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: სამთო თხილამურობა და ფიგურული ციგურაობა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში შემავალი სპორტსმენები იქნებიან:

ფიგურული სრიალი:

ნიკა ეგაძე - ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;
ანასტასია გუბანოვა - ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;
ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები - გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი.
სამთო თხილამურობა:

ნინო წიკლაური - 15 და 18 თებერვალი;
ლუკა ბუჩუკური - 14 და 16 თებერვალი.
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.