ლაშა ფარულავა - ხვალ ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ
1757706200
ეკა ბესელია - როგორც ვიცი, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაპატიმრებაც შეიძლება იყოს გეგმის ნაწილი
1757705834
13 სექტემბრის ანონსი
1757705825
13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757705818
კახა კალაძე საქართველოში უკრაინიდან "ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს
1757702041
1757680509
ამ მიზნით, მობილბანკში გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში შესვლით, ავტომატურად ჩაერთონ გათამაშებაში, დააგროვონ ბილეთები და მოიგონ თანხა 650 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან.როგორ გროვდება ბილეთები?მობილბანკში შესვლისთანავე ერთჯერადად 5 ბილეთს მიიღებ;თითო გადარიცხვაზე, გადახდაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანზაქციაზე - ერთ ბილეთს მიიღებ;თითო პროდუქტის გააქტიურებისას, მაგალითად ბარათის შეკვეთისას, საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი დაზღვევის ან სხვა პროდუქტით სარგებლობისას, 5 ბილეთს მიიღებ;პოს ტერმინალის გამოყენებისას ან ონლაინ შოპინგისას ყოველ ათ ლარზე ერთი ბილეთი გროვდება;გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებენ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში. ბანკის მობილბანკს ყოველთვიურად 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაცია სრულად მომხმარებლის საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა მორგებული და ყოველდღიურობის გასამარტივებლად უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო
1757658117
ღონისძიება მდგრადი დაფინანსების თემატიკას დაეთმო და ერთდროულად, საქართველოსა და სომხეთში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას რეგიონის ქვეყნებს შორის.პანელურ დისკუსიაში საქართველოსა და სომხეთის ის წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც მდგრადი კაპიტალის ბაზრებზე აქტიურად ოპერირებენ. პანელისტებმა აუდიტორიას საკუთარი წარმატების, გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, აზიის განვითარების ბანკმა კი კაპიტალის ბაზრებზე მისი, როგორც ტრანზაქციების მხარდამჭერის, როლი მიმოიხილა.“საქართველოში, მდგრადი დაფინანსების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა უკვე არსებობს, თუმცა, დამატებით განვითარების პოტენციალიც მაღალია. დისკუსიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაგვეზიარებინა როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ მოთამაშეებთან. მსგავში შეხვედრები ქმნის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას და რეგიონის, როგორც სანდო საინვესტიციო არეალის, უკეთ პოზიციონირების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტი ამ პროცესში საქართველოსა და სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.„აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოსა და რეგიონში ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობის ფარლგებშიც არაერთ წარმატებულ განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა. მდგრადი დაფინანსების სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად ვითარდება, საქართველო და სომხეთი კი ამ ბაზარზე სანდო აქტორებად ყალიბდებიან. მწვანე, სოციალური, და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები პირველ რიგში კომპანიებს მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება, რაც როგორც საოპერაციო ისე ფინანსურ ოპტიმიზაციაში აისახება. ეს, ასევე, ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების მოძიებასა და ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნაში. ჩვენ ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას დაძლიერი სამოქმედო ჩარჩოების შექმნას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. - ამბობს ტატო ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი კავკასიაში.
1757588452
Businesscourse.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს სთავაზობს, რომლებიც მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგს, ტექნოლოგიებს, ლიდერობას და სხვა მიმართულებებს მოიცავს.პლატფორმაზე განთავსებული ლექციები ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომია.თითოეული კურსის ავტორი სხვადასხვა სფეროს ქართველი ექსპერტია, შესაბამისად, ლექციები თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და ადგილობრივ კონტექსტს ითვალისწინებს. ეს კი კურსებზე რეგისტრირებულ ადამიანებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა საკუთარ საქმიანობაში, პრაქტიკაში გამოიყენონ და ბიზნესი უკეთ მართონ."მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათიათასობით ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, რათა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გქონდეს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში."საქართველოს ბანკი", როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

1757580605
კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთი, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებენ.)საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა მოიწვიოს 3 მეგობარი და დაარეგისტრიროს. მონაწილე უნდა იყოს სკოლის მოსწავლე ან მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს.ინფორმაციისთვის, ვაუჩერი ერთჯერადია, მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება შესაძლებელია. (ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე.)sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ. ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე, მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ. კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

1757670589
მისი თქმით, მტერიც რომ იყოს, ადამიანის სიკვდილი არავის უნდა უხაროდეს."როგორ შეიძლება, ადამიანის სიკვდილი გაგიხარდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, მტერიც რომ იყოს. წარმოუდგენელია, გარდაცვლილ ადამიანზე ასეთი რაღაცები დაწერო, რაც გუშინ ვიხილეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

1757670409
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიის ელჩმა აღნიშნულ განცხადებაზე მაშინ, როცა ფოფხაძის მიერ გამოცხადებული შიმშილობისას, ელჩმა ფიშერმა ის მოინახულა, კახა კალაძემ უპასუხა: "ფიშერიც შიმშილობდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორემ ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში“. "რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებსგანცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანაირი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის.გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია - არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1757670112
ამის შესახებ მან საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტის - „მეგობარი აქტის“ შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა."აღნიშნულ აქტში არაფერი მეგობრობის არ იყო, ყველაფერი იყო მტრული. დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით, რომლის ერთი ავტორი იყო, გვარი არ მახსოვს, მე მგონი უილსონი, რომელიც FARA-ს კანონით გახდა ცნობილი - იმ სიბინძურეში, რასაც კადრულობდა, 80 ათასი აუღია, წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიღებულა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აკაცუკების, მტრების, რომლებიც დღეს ქვეყნის შიგნით გვყავს, სურვილია, ქვეყანა დაზიანდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან და მეგობრობა, პარტნიორობა იყოს ორმხრივი, დაფუძნებული სამართლიან ურთიერთობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1757667648
მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს."გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია."შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1757667396
როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, ადამიანი ქრთამის მიცემის შეთავაზებას საჯაროდ გააკეთებს თუ ფარულად, ორივე შემთხვევაში დანაშაულად ითვლება."ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?ამ შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილის მიზანი რა იყო, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, როცა საშუალება მიეცემა, თავად გააკეთებს განმარტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1757666708
მისივე თქმით, მომავალი აქვს იმ ხალხს, ვინც საქართველოს გარუსებას ეწინააღმდეგება."ჩვენ მომავალი გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც არავითარ თანამშრომლობაზე არ წავედით და განსაკუთრებით მათ, ვინც რუსთაველის პროტესტზე იყო თავიდან ბოლომდე ჩართული - ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და უბრალოდ, ამ საქმეს რეჟიმმა მოსწყვიტა იმიტომ, რომ არ შევეგუეთ ადამიანები ამ ქვეყნის გარუსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გამბედაობა. ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ადგილი დაიკავოს, რომელიც არ არსებობს, სინამდვილეში და ქართველი ხალხის წარმომადგენლობა ეს არ იქნება, მე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ნეპალში აქციის მონაწილეებმა პარლამენტი დაწვეს
1757423940
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757533301
3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1756842124
"კრემლის ვერცერთი პროპაგანდა ვერ დამალავს 2025 წლის რუსული გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის წარუმატებლობას"
1756631067
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757360804