10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთხი N439

(C კორპუსი, IV სართული)

 

12:00 საათზე - პარტია „თავისუფლების მოედანი“ ეროვნული საბჭოს სხდომას გამართავს. 15:00 საათიდან შეხვედრას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდებიან და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გაეცნობიან. გაიმართება დისკუსია ეროვნული მასშტაბის კამპანიის შესახებაც.

მისამართი: შოთა რუსთაველის #13, Tbilisi Marriott Hotel

საკონტაქტო პირი: ნათია ჩიქოვანი - 551 514 514

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.